ლადო სადღობელაშვილი – „ოპოზიციის დიდი ნაწილი გაყიდულია“

ლადო სადღობელაშვილი - „ოპოზიციის დიდი ნაწილი გაყიდულია“„არიან პარტიები,რომლებიც დათანხმდებიან ხელისუფლებასთან კოალიციას“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლადო სადღობელაშვილი.

„ოპოზიციის დიდი ნაწილი გაყიდულია. ნაწილს პარლამენტში შეიყვანს ბიძინა და ამით გააჩუმებს და ნაწილს კი ტორტის ნაჭერს უწილადებს. ფულს ვგულისხმობ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძირითადი ოპოზიცია არჩევნებს შეეგუება და ხმას არ ამოიღებს. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სიტუაცია უმართავ ხასიათს არ მიიღებს.

ძირითადი მასა თანხმდება იმაზე, რომ მთავრობა უნდა იყოს კოალიციური. კოალიციური მთავრობა ხალხს უფრო მეტ ბერკეტს მისცემს იმისთვის, რომ ხალხის ინტერესი იყოს გატარებული. ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. არიან პარტიები,რომლებიც დათანხმდებიან ხელისუფლებასთან კოალიციას. წესით, “ოცნება” ასე ერთპიროვნულად მოსვლას ვეღარ გაბედავს“. – აცხადებს სადღობელაშვილი.