“მე კმაყოფილი ვარ” არაა სწორი, როცა ვიღაცეები იწამლებიან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში მყოფების საკვების ფოტოებს აქვეყნებს

“მე კმაყოფილი ვარ” არაა სწორი, როცა ვიღაცეები იწამლებიან“ - ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში მყოფების საკვების ფოტოებს აქვეყნებსნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, თუ როგორ კვებავენ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს.

„ნახეთ, როგორ ხელის გულზე ჩანს რომ ვიღაცეები ხალხის ხარჯზე ხელს ითბობენ?! ჩემზე კი არ უნდა გაბრაზდეთ ტენდენციური ხარო , უნდა დაუშვათ რომ ვიღაცას გაუმართლა სასტუმროში და ვიღაცას არა.

ვდებ საუზმეების ულუფებს. ერთ ფოტოზე ნამდვილად მომხიბვლელი საუზმეა და მეორეზე უბრალოდ ადამიანის დაცინვა.

ასე გავაკეთებ სადილის ფოტოებსაც.

და მე თუ მკითხავთ, ბიუჯეტიდან ამ ყველაფერზე ფულის კეთებას, მშიერ ხალხს მიხედონ ჯობია.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

“მე კმაყოფილი ვარ” არაა სწორი, როცა ვიღაცეები იწამლებიან“ - ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში მყოფების საკვების ფოტოებს აქვეყნებს

„ასევე სადილის ფოტოები.

ვიღაცას როცა უმართლებს ნამდვილად გემრიელი სადილის ულუფა აქვს და ვისაც არ უმართლებს ჭამენ ამას.

ამიტომ კმაყოფილები ნუ ჩხუბობთ❤️ დაიჯერეთ რომ ვიღაცეები ცუდად იკვებებიან და ამ დროს, ყველაზე ერთნაირი თანხაა გამოყოფილი.

“მე კმაყოფილი ვარ” არაა სწორი მიდგომა როცა ვიღაცეები იწამლებიან. და მე თუ მკითხავთ ბიუჯეტიდან საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდეს ეს ყველაფერი და მშიერი ხალხის უზრუნველყოფა ჯობია!“