“მთელი ინვენტარი გაიტანეს და ქურდი ორსული აღმოჩნდა” – მარიამ კუბლაშვილის ბებიის საფლავი გაქურდეს

“მთელი ინვენტარი გაიტანეს და ქურდი ორსული აღმოჩნდა” – მარიამ კუბლაშვილის ბებიის საფლავი გაქურდესადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ბებიის საფლავი ორსულმა ქალმა გაქურდა, ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში თავად წერს.

მისი თქმით, ახმეტაში ქურდობის ფაქტი ხშირია.

„ახმეტაში ვარ, ცენტრალურ ქუჩაში ვცხოვრობ, წუხელ მანქანის მარცხენა სარკე მომპარეს. ზოგადად ხშირია აქ ქურდობის ფაქტები. ბებიის სასაფლაოდან მთელი ინვენტარი გაიტანეს და ქურდი ორსული ქალბატონი აღმოჩნდა. ყველაფერი გათვლილია.

უპატრონო რაიონია ახმეტა, თუ ცენტრალურ ქუჩაზე ასე ხდება სოფლებში ან გარეუბნებში რას უნდა ელოდოს ხალხი?! გამოსავალია კამერები დაყენდეს სახელმწიფოს ხარჯზე ყველგან. ქურდობა არ შეჩერდება“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.