ნანუკა ჟორჟოლიანი – “საბა მეუბნება, რომ ყოველ დაკლებულ კილოგრამში 10 ლარი გადავუხადო…”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "საბა მეუბნება, რომ ყოველ დაკლებულ კილოგრამში 10 ლარი გადავუხადო..."ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“საბა ფულს აგროვებს. სავარაუდოდ კომპიუტერულ თამაშებს უკავშირდება რისი ყიდვაც უნდა და ვერ მთხოვს:)
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ფულის შოვნის გზა იპოვა:) მოკლედ, მოვიდა და მეუბნება რომ წონაში დაიკლებს, თუ ერთ, დაკლებულ კილოში 10 ლარს გადავუხდი (10 კგ-ს დაკლებაა მიზანი).
ისე მოვიხიბლე წინადადებით, რომ ვუთხარი 15 ლარზეც თანახმა ვარ და მისი გაოცებული სახე უნდა გენახათ. მგონი ხურდა მორჩა. შეგატყობინებთ ბიზნესის განვითარების დეტალებს, მაგრამ ამან, ასე თუ გააგრძელა ბიზნეს იდეების მოფიქრება , ოჯახში ყველაზე შემოსავლიანი ეს იქნება.”