ნიკა გვარამია – “ივანიშვილები ბარსელონას საგრადა ფამილიას კათედრალს მოითხოვენ საკუთრებაში”

ნიკა გვარამია - "ივანიშვილები ბარსელონას საგრადა ფამილიას კათედრალს მოითხოვენ საკუთრებაში"მედიაში გამოქვეყნდა უცხოელი ჟურნალისტის მასალა ბერა ივანიშვილის შესახებ, რომელშიც ბერა ამბობს:

“ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს.”

ნიკა გვარამია ფეისბუქში ამ ფრაზას ასე გამოეხმაურა:

“მანია გრანდიოზას გასცდნენ, დაავადებული არიან “წმინდა ოჯახის” სინდრომით. ბოლოს ბარსელონაში გაუდის საგრადა ფამილიას (რაც წმინდა ოჯახს ნიშნავს) შედევრალურ კათედრალს მოითხოვენ საკუთრებაში.
ხუმრობა იქეთ იყოს და ამათი ავადმყოფური მდგომარეობა, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის კონტექსტში, უკვე ძალიან საშიშ მასშტაბებს იღებს.”