ნიკა გვარამია – “მთავარი არხის რესპონდენტი გაქრა, ჩაგმარხავთ კრამიტის პოლიტიკურ საფლავში!”

ნიკა გვარამია - "მთავარი არხის რესპონდენტი გაქრა, ჩაგმარხავთ კრამიტის პოლიტიკურ საფლავში!"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“PF-ში გვაქვს ერთი საინტერესო ჟანრი, როცა ჟურნალისტი ამბავს ყვება თავად რესპოდენტების და ვიდეოკადრების მეშვეობით. მთავარი მთხრობელი სიუჟეტის მთავარი გმირია, ჟურნალისტი საერთოდ არ საუბრობს, მხოლოდ იღებს და ტექსტ და კადრებს ამონტაჟებს. ასე იქმნება ძალიან საინტერესო ამბები ასი ათასობით ნახვით. ამას შესანიშნავად აკეთებს ლაშა ნაკაიძე
მაგრამ ამბავი სხვა რამეზეა. ადგა ჩვენი ლაშა, იპოვნა საინტერესო რესპოდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში. ხანში შესული გლეხის ისტორიაა, რომელიც ლამის უკანასკნელია, ვინც მანუფაქტურულად (და არა ქარხნულად) ნამდვილ ქართულ კრამიტს აკეთებს სოფლის მახლობლად კარიერიდან მოპოვებული თიხისგან. კრამიტი უმაღლესი ხარისხის, უმტკიცესი და ულამაზესია. ლაშამ შეათანხმა ინტერვიუ და გაემგზავრა ზესტაფონში. გაიარა რესპოდენტთან წინასწარ ყველაფერი და დილით დაიგეგმა გადაღება.
და რა? მეორე დილით რესპოდენტი გაქრა. დავადგინეთ რატომაც: ხელისუფლებამ შეუთვალა – მაგ არხზე შენ სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი – სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!).
აი, ასე. თიხაც და კრამიტიც რომ პოლიტიზირებულია, იმ რეჟიმის ჩატარებული არჩევნები, საარჩევნო კომისიები, მოხელეები და ათასი ჯურის დედამოხნული რას იზამს, ხომ ადვილი წარმოსადგენია?
ხოდა, წარმოდგენილი მაქვს და მაინც (და სწორედ მაგიტომ) გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი წარმოსახვით კრამიტებში 31 ოქტომბერს ქართული ოცნება / Georgian Dream
და ვერასდროს ვერ ამოეგდებით მაქედან – მყარია ეგ კრამიტი და გამძლე.
მოკლედ, ლამაზ და მყარ პოლიტიკურ საფლავს გიმზადებთ ნამდვილი ქართული კრამიტისგან.”