ნიკა გვარამია – “რეალობა ძალიან უცნაურია – 1 წლის “მთავარი არხი” ყველაზე გავლენიანი მედიაა საქართველოში”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

წინა კვირაში, 9 სექტემბერს, “მთავარი არხი” ერთი წლის გახდა. და აი, წინა კვირის საშუალო შედეგები, ერთი წლის თავზე შესრულებული საშინაო დავალება, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ, თვითონაც არ გვჯეროდა (სხვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) და გადაჭარბებით შევასრულეთ ამას თუ დავამატებთ წლის განმავლობაში დაგროვილ 725.000 ფოლოერს და კვირაში 14 მილიონიანი ფბ რიჩის რეკორდს, მივიღებთ უცნაურ რეალობას, ძალიან უცნაურს – 1 წლის “მთავარი არხი” ყველაზე გავლენიანი მედიაა საქართველოში.
გასათვალისწინებელია, რომ მინიმუმ 4 ჩვენს კონკურენტს, ჩვენზე, სულ მცირე, სამჯერ მეტი დაფინანსება აქვს. და მინიმუმ რვას – ჩვენზე უკეთესი ტექნიკური პარკი და ინფრასტრუქტურა.
აი, ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებთ”.