„ყაზბეგზე ვხედავ სერგეენკო მოატასავებს, ჩანთა მხარზე… მერე კამერა დავინახე, უღებდნენ, როგორ დადის „მარტო“ ქუჩებში“- ტრუხაა, ტრუხა!

„ყაზბეგზე ვხედავ სერგეენკო მოატასავებს, ჩანთა მხარზე... მერე  კამერა დავინახე,  უღებდნენ, როგორ დადის  „მარტო“ ქუჩებში“- ტრუხაა, ტრუხა!სცენარისტი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს გამოვედი სახლიდან ყაზბეგზე და ვხედავ სერგეენკო მოატასავებს, სულ მარტოა,ამ სერგეენკოზე სუ მესმოდა რო არაა ცუდი კაცი – მერე რა რო მანდ აღმოჩნდა – ჰოდა, მოკლედ, ჩანთა მხარზე, მიდის თავისთვის.
ვიფიქრე რო ვა, მეთქი უბრალოება კი კარქია მარა რაღაც ნიტოა – ეს მასტი ეგრე რატო დადის მარტო თავის მაჟოტარნიაში, მთავრობის კანდიდატია ბოლო-ბოლო, მაგათ სხვანაირად იციან, იმპოზანტურად, მარა ეს შეილება მართლა ეგეთი უბრალო კაცია – ამ ფიქრებში ვარ.
მერე ქვევით კამერა დავინახე – უღებდნენ, როგორ დადის აგრე მარტო ქუჩებში.

ვცხოვრობ მანდ- ათწლიანი დაკვირვების შედეგია რო პირველად ვნახე“

მშვილდაძის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„არადა როგორ გაცვეთილი ფორმებია ეგ უკვე პროპაგანდის, მორჩა რაღაც თემები უბრალოდ და ვერ ხვდებიან რომ მსგავს პროპაგანდას უკუეფექტი უფრო აქვს“.

„ტრუხაა და ტრუხა, ახლა ეგენი რომ მეტროთი არ დადიან და ქუჩაში კატებს არ აჭმევენ, ეგ ხომ ყველამ ვიცით და არც კი თხოვს ვინმე მსგავსს და მაინც ძალით იტენიან“

„გზაზე მოხუცი არ შეხვდა? ხელზე რომ კოცნიდეს?“ – წერენ საბურთალოს მაჟორიტარობის სახელისუფლო კანდიდატის, დავით სერგეენკოს მისამართით ფეისბუქზე.