„ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა” – ქართველმა კანონიერმა ქურდმა გიორგი ზარანდიამ ცოლს ყბა მოტეხა

„ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა" - ქართველმა კანონიერმა ქურდმა გიორგი ზარანდიამ ცოლს ყბა მოტეხაცნობილი ჯგუფის, TATU-ს ყოფილი სოლისტი იულია ვოლკოვა ქართველმა ქმარმა სახალხოდ, ბავშვების თანდასწრებით სცემა და ყბების ძვლები მოტეხა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსული მედიაში გავრცელდა. ვოლკოვას მეუღლე ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ზარანდიაა, მას კრიმინალურ წრეებში „გია გალსკის“ მეტსახელით იცნობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ პოპულარულ ცოლს ამერიკელთან ღალატის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

„ურთიერთობის დასრულება გვინდოდა და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა, ხელის აწევით, სამ ადგილას ყბის მოტეხილობით. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვებმა ეს ყველაფერი ნახეს. ქუჩაში მყოფი ხალხი ცდილობდა დახმარებას. გავითიშე და როდესაც გონს მოვედი, უკვე სასწრაფოში ვიყავი.

სანამ მე ცოცხალი ვარ, ის მშვიდად ვერ იცხოვრებს. ეს არის ავადმყოფური სიყვარული, როდესაც ადამიანს მანიაკივით უყვარს“ – ჰყვება პოპულარული მომღერალი იულია ვოლკოვა.

რეზონანსი