შორენა ბეგაშვილი – “ირაკლი ნანაძისგან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა…”

შორენა ბეგაშვილი - "ირაკლი ნანაძისგან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა..."მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, სადაც ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ბედნიერია.

შორენას ცხოვრების ახალი მეგზური ჰყავს, ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელია.

წყვილი საკუთარ გრძნობებს არ მალავს და საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო, შორენამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

ლაშა ბარათელი ცდილობს, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის გულიც მოიგოს და გოგონას ხშირად უწყობს ძვირადღირებულ სიურპრიზებს.

„პრაიმტაიმმა“ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, გულახდილი და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქმართან გაშორების მიზეზებზეც ილაპარაკა.

– მედიაში დაიწერა, რომ ქმარს ირაკლი ნანაძეს, სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდით, მართალია?

– მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი გადაცემაში მოვყვები. მე მივხვდი, პირველ რიგში ღალატობენ, ლამაზ, მოვლილ და შემდგარ ქალებს. სულ ასე ხდება ჩემს ცხოვრებაში.

მე ყველაფერს ვითვალისწინებ და ვცდილობ გვერდით მდგომი მამაკაცი ღირსეულად წარმოვაჩინო, მაგრამ ზოგი ვერ აფასებს ამას.

ყველანაირი ჩხუბის და ხმამაღალი სიტყვის გარეშე წამოვედი ჩემი მეუღლის სახლიდან. იყო რაღაც პერიოდები, როცა ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი, მაგრამ მისი მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა და საბოლოოდ დავშორდი.

პრაიმტაიმი