სოსო ცინცაძე – “ნიკა მელიაც და გრიგოლ ვაშაძეც თავის ოლქებს მოიგებენ”

სოსო ცინცაძე - "ნიკა მელიაც და გრიგოლ ვაშაძეც თავის ოლქებს მოიგებენ"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” საუბარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების შანსებს აფასებს:

– ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ოპტიმალური რესურსის წარმოდგენა. ეს კანდიდატები შეძლებენ კონკურენციის გაწევას მმართველ ძალასთან. თუმცა, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები.

– კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებზე რას იტყვით? მაგალითად, მელია, ვაშაძე მოიგებენ?

– ნიკა მელია აუცილებლად მოიგებს. გრიგოლ ვაშაძეც მოიგებს ქუთაისში. კირკიტაძეც კი მოიგებს რუსთავს. “ოცნებამ” თავისი სათადარიგო სკამი ძალიან ადრე გამოილია. თუმცა, ის ძალიან მოკლეც იყო.

– ბევრგან ელოდებით მეორე ტურს?

– ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტური გარდაუვალია. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ყველგან იქნება მეორე ტური.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა