სოსო ცინცაძე – “ოცნება” უნდა მიხვდეს, რომ არჩევნების წაგება ტრაგედია არ არის”

სოსო ცინცაძე - "ოცნება" უნდა მიხვდეს, რომ არჩევნების წაგება ტრაგედია არ არის"2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება არჩევნები წააგოს.

ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თქვა.

– რამდენად არის მზად დღეს “ქართული ოცნება” ძალაუფლება დათმოს?

– “ქართული ოცნება” უნდა მიხვდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ არჩევნებში დამარცხება არ არის ტრაგედია. რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გრძელდება ცხოვრება. უნდა მიხვდეს, რომ ეს არ არის სისხლისმღვრელ ომში დამარცხება. შეიძლება მომავალი ბედი, ცხოვრება აღელვებთ ამ ადამიანებს, რა ელოდებათ თუნდაც დამარცხების შემდეგ?! მართლაც შეიძლება გაუსწორდნენ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკა ვინც შეიარაღებული ბრძოლის ველად აქცია, ისინი პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკოსი, რომელიც გაჰყვირის, ყველა ციხეში! ეს პოლიტიკა აღარ არის. დამნაშავე ციხეში – ამას ამბობს პროკურორი და მოსამართლე. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა