თამარ ივერი – „მხოლოდ ბაჩალიაშვილ-შაქარაშვილის საქმეებია პრიორიტეტი?”

თამარ ივერი - „მხოლოდ ბაჩალიაშვილ-შაქარაშვილის საქმეებია პრიორიტეტი?”ცნობილი მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ცემის შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ივერი წერს, აღნიშნულ საქმეზე, ასევე 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიებას სიახლე არ აქვს.

„ამ საქმეს და სვანეთში დაკარგული ბავშვის ილია ფილფანის საქმეს რა გამოძიება აქვს?? რაღაც არაფერი ცხადდება.თუ მხოლოდ ბაჩალიაშვილ-შაქარაშვილის საქმეა Priority-გრიფით? თუ აუცილებელია ამათმა მშობლებმაც ირბინონ ინსტანცია-ინსტანცია ….სახელმწიფოსგან ყურადღების მოლოდინში?“- წერს თამარ ივერი.

18 წლის ირაკლი თედლიაშვილი, რომელიც 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა, 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ხოლო 13 წლის ილია ფილფანი, სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.