თამაზ ელიზაბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი ჩუქდება

თამაზ ელიზაბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი ჩუქდებათამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფარის გაჩუქებას აპირებს. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.

“ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად. თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში, 2 500 კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს. გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან). მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან. მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86 – ნათქვამია პოსტში.