თინა ბოკუჩავა “ევროპულ საქართველოზე” – ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან – ბიძინას, მიშას, თუ ორივეს

თინა ბოკუჩავა “ევროპულ საქართველოზე” - ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან – ბიძინას, მიშას, თუ ორივეს“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა “ევროპული საქართველოს” წევრების მისამართით აცხადებს, რომ მათ ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან – სააკაშვილს, თუ ივანიშვილს.

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ გადაცემაში “მთავარი დებატები” განაცხადა.
მისივე თქმით,  სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საუბრობს მათსა და “ენმ”-ს შორის განსხვავებებზე იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკოს, რით განსხვავდება “ევროპული საქართველო” მმართველი ძალისგან.

“ვერ გაუგიათ, ვის ებრძვიან – ბიძინას, მიშას, თუ ორივეს. მათ იდენტობის პრობლემა აქვთ. თუ ორივეს ებრძვიან, ეს არაადეკვატურია. “ევროპული საქართველო” ცდილობს, ამომრჩეველს დაანახოს რით განსხვავდება პარტია არა ხელისუფლებისგან, არამედ წინა ხელისუფლებისაგან, რომლის ნაწილიც თავად იყო, – ამბობს ბოკუჩავა “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი დებატები”.

ცნობისთვის: “ევროპულმა საქართველომ” 6 სექტემბერს ამომრჩეველს გაუაზიარა ბუკლეტი, რომელშიც ჩამოწერილია, რით განსხვავდება პარტია, ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობისგან”, მეორე მხრივ კი, “ოცნებისგან”.