“თითქოს კრემატორიუმში ვიყავი ალკატრასიდან გამოქცეული კრიმინალი” – ზეინაბ დიასამიძე თბილისში ჩამოსვლას იხსენებს

"თითქოს კრემატორიუმში ვიყავი ალკატრასიდან გამოქცეული კრიმინალი" - ზეინაბ დიასამიძე თბილისში ჩამოსვლას იხსენებსზეინაბ დიასამიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ეხლა უნდა ვთქვა ის, რაც მეთქმის…
7 სექტემბერი, 18:30სთ, თბილისის აეროპორტში დაეშვა მგზავრებით გადავსებული თვითმფრინავი ამსტერდამი-თბილისი,
მგზავრების უმრავლესობის გამოხედვაში მხოლოდ დაღლას ,სევდას და შეშფოთებას ამოიკითხავდით… რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამდა ნიღბით შეფუთული ფეისი… არსად შეინიშნებოდა ხალისი, რომელიც ყოველთვის გეუფლება საკუთარ მიწაწყალზე ჩამოსვლისას, თანაც ძალიან მონატრებულზე!…

შემდეგ აეროპორტში პოლიციის კორდონი და კორიდორი… რიგები-დისტანციის მკაცრი დაცვის მოთხოვნით!…

შემდეგ დაკითხვა-გამოკითხვა, რომელსაც თეთრ “აბმუნდიროვანიეში” გახვეული ახალგაზრდა გოგონები აწარმოვებდნენ… ეს ყველაფერი ფილმ-კატასტროფის სცენას წააგავდა ,რომელშიც ჩვენ “მასოვკის” როლი გვერგო…
შემდეგ უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს…
კონტინენტიდან კონტინენტზე 18 საათიანი გადმოფრენის შემდეგ, თანაც მუდმივად ნიღბის ტარების რეჟიმში… თითქოს კრემატორიუმში ვიყავი… ერთი წლის მონატრებულ შენს ქვეყანაში ჩამოსულს საგანგებოდ რომ წაგასხამენ ავტობუსებში, რადგან საქართველოს მოქალაქე ხარ … და მიგიყვანენ სასტუმროში( ვის -სად და როგორ გაუმართლებს)…თითქოს ალკატრასიდან გამოქცეული კრიმინალი იყო…ძნელი გადასახარშია…
იცით როგორ განცდა მქონდა?!… უდანაშაულოდ დასჯილი ბავშვი დედას რომ გაებუტება და ჯიუტად არაფრის დანახვა არ სურს… აი, ასეთი პრეისტორიით მიმიყვანეს სადღაც…

არც ის დამინახავს, რომ ჩემს საყვარელ სოლოლაკში, გალაკტიონის ქუჩაზე, საუკეთესო სასტუმროში დამაბინავეს,ძალიან თავაზიანი სტაფით… სრულიად არაჩვეულებრივად გულისხმიერი ახალგაზრდა ექიმით @Vaxo Robakidze და მედდით, კარგი სერვისით, სისუფთავით, ციკლოფრენიული ხარისხიანი კვებით… მე ვერაფერს ვხედავდი , თავიდან-ბოლომდე ნეგატივში ვიყავი ჩაძირული… და იმიტომ!…
მხოლოდ მას შემდეგ , რაც მაცნობეს, რომ ჩემს სახლში, თვითიზოლაციაში მიშვებდნენ… თვალი ამეხილა და ყველაფერი დავინახე… რა ვქნა, მიმძიმს , როდესაც თავისუფლებას მიზღუდავენ თურმე რა ორიგინალური ყოფილა სასტუმრო #Ibisstyles… მე მათ დიდ ადამიანურ მადლობას ვეუბნები…
დიდი მადლობა
აი, ასეთი აღსარება ჩაგაბარეთ”