ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის ათეულში იქნება

ცისანა სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის ათეულში იქნებამომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა და საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრიც გახდა. ის სიის მე-9 ნომერია.

სიის პირველი ნომერი ირმა ინაშვილი იქნება.

სიაში ასევე არიან გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მერაბ ჭიქაშვილი.

თავად ღონისძიება კი ქუთაისში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის წევრებს “პუტინის მონები” უწოდეს და სიმბოლურად ჭიქებში ჩამოსხმული რუსული ბორში  დაურიგეს.