ცისანა სეფიაშვილი – “პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნახვამდის”

ცისანა სეფიაშვილი - "პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნახვამდის"„პრაიმტაიმი“ მომღერალ ცისანა სეფიაშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ის „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო სიის მე-9 ნომრად წარადგინა.

რატომ შეუერთდა პატრიოტთა ალიანსს, როგორ მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ აფასებს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ის კითხვებია, რომელიც მომღერალს დავუსვით…

„მართალია, სატელეფონო ინტერვიუებს არ ვიძლევი, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ოჯახი ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან წლების განმავლობაში მეგობრობს და ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, ამიტომაც მათი შემოთავაზება მივიღე და შევუერთდი „პატრიოტთა ალიანსს“.

– პატრიოტთა ალიანსს ხშირად რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, რას ეტყოდით მათ?

– დაუსაბუთებელ პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მით უმეტეს ტელეფონით, ასეთია ჩემი დამოკიდებულება…

–  არის რუსეთი ოკუპანტი?

–  დიდი მადლობა, ნახვამდის…

პრაიმტაიმი