ანი ჩირაძე ჩცდ-ში აღარ იქნება – ის რუსთავი 2-ში გადადის

ანი ჩირაძე ჩცდ-ში აღარ იქნება - ის რუსთავი 2-ში გადადის“ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დრომდე შეჩერებულია.

“პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ სერიალის გაგრძელების შემთხვევაში, ის ჩიკას გარეშე გავა.

ანი ჩირაძემ “ფორმულა კრეატივთან” თანამშრომლობა შეწყვიტა და ახლა გეგმავს “რუსთავი 2”-ზე გააგრძელოს მუშაობა, სადაც საკუთარი გადაცემა ექნება.

ანი თითქმის ყოველდღიურად მართავს შეხვედრას, “რუსთავი 2”-ის დირექტორ პაატა სალიასთან და ტელეკომპანიის ეთერში ახალ გადაცემას მალე ვიხილავთ.

ინფორმაციის გადამოწმება “რუსთავი 2”-თან ვცადეთ, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ამიტომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით.

– ირაკლი, როდიდან გაგრძელდება “ჩემი ცოლის დაქალები”?

– ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როდიდან გაგრძელდება სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”.

– დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ სერიალი დატოვა მსახიობმა ანი ჩირაძემ, იგივე ჩიკამ და ის “რუსთავი 2”-ზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?

– სანამ სერიალი ეთერში არ არის, მე ვერავის ვერ ვაიძულებ, რომ მელოდოს. ჩიკა არ იყოს სერიალის შტატიანი თანამშრომელი, ის გახლდათ მოწვეული მსახიობი და მისი გადასაწყვეტია, თუ უნდა წავიდეს.

– გქონდათ აქამდე ინფორმაცია ანი ჩირაძის და “რუსთავი 2”-ის მოლაპარაკებების შესახებ?

– არც მქონდა და არც მაინტერესებს. იმ შემთხვევაში თუ ის გადავა “რუსთავი 2”-ზე ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

მსახიობი ანა ჩირაძე “ჩემი ცოლის დაქალების” გამორჩეული პერსონაჟი იყო და სერიალის დროებით დახურვის შემდეგ, ის ფორმულაზე საკუთარი გადაცემის წამყვანიც გახლდათ. რომელიც დაიხურა.

პრაიმტაიმი