ანი მიროტაძე – „საჩხერეს მაგული ივანიშვილის სიძე ნუგზარ დეკანოიძე განაგებს“

ანი მიროტაძე - „საჩხერეს მაგული ივანიშვილის სიძე ნუგზარ დეკანოიძე განაგებს“ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე ფიქრობა, რომ საჩხერეში გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა;

_ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიშლის ხელს „ოცნება“, სუსი, ივანიშვილის საახლობლო, „ოცნების“ გაზულუქებული წარმომადგენლები, განსაკუთრებით საჩხერეში და ა. შ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზეწოლის უპრეცედენტო ზომები არ იქნება მიღებული და ხალხის დაშინება, მაშინ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. იმიტომ, რომ ეს ხალხი მხარს მიჭერს.

_ გჯერათ, რომ საჩხერეში, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში, გაიმარჯვებთ?

_ თქვენ რა გგონიათ, საჩხერეში ხალხი მშვენივრად ცხოვრობს? თქვენ იცით, რომ აქ ხალხი წლების განმავლობაში ვაგონებში ცხოვრობს? არც დახმარება აქვთ, არც სოციალური, არც პენსია, არც ივანიშვილი არაფერს უხდის და მთელი ამ ხნის მანძილზე ამადლიან, სახლი რომ გადაუხურა ოდესღაც და გაზი რომ მიიყვანა საჩხერეში. ეს არის, რასაც აძახებენ. აძახებენ გაზულუქებულები წერა-კითხვის უცოდინრები, თვითონ რომ კარგად არიან და საკუთარი ცხვირის იქით ვერ იხედებიან.

_ ვინ არიან ასეთები? დაასახელეთ კონკრეტულად.

_ ბიძინა ივანიშვილის სანათესავო. განსაკუთრებით მისი დის, მაგული ივანიშვილის, მისი ქალიშვილის, სიძის სანათესავო და მათი ახლობლები, მეგობრები და ა. შ. მაგული ივანიშვილის სიძე საჩხერეში ფაქტობრივად ყველაფერს განაგებს. ნუგზარ დეკანოიძეა მისი სახელი და გვარი.

_ ანუ, საფეოდალო აქვს შექმნილი ივანიშვილს საჩხერეში?

_ რასაკვირველია. მე წამოსული ვარ ბიძინა ივანიშვილის საფეოდალოში. აქ მე ვიბრძვი ბოლომდე. ან ვიმარჯვებ ჩემ ხალხთან ერთად, ან ყველა ერთად ვიწყებთ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა