ანრი ოხანაშვილი – “სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა”

ანრი ოხანაშვილი - "სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა"მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, დეპუტატი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება.

„ ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად, არ შეიძლება ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ვცადოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ის რას გამოკვეთს, რამდენ პირს და ვისთან მივა საბოლოო გამოძიება, ამ ყველაფერს ჰყავდა ორგანიზატორი, დამგეგმავი და ა.შ. – ეს არის გამოძიების საგანი და უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თემის ასეთი პოლიტიზირებით და მთელი რიგი საკითხების გარისკვით, ნაცმოძრაობა რაღაც დიდს მალავს და რაღაც დიდი პოლიტიკური მავნებლობა აქვს ჩადენილი,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის სახელმწიფოებრივი.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „კარტოგრაფების საქმეს“ წინასაარჩევნოდ იყენებს.“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა“, – აღნიშნა მან.

იპნ