ბოლნისში კახა ოქრიაშვილის შტაბის ავტობუსს ქვები ესროლეს

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის შტაბის ავტობუსს ქვები ესროლესგაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსს ქვები ესროლეს. დაზიანდა სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრეულია სააფთიაქო ქსელის შუშებიც.ოპოზიციის წარმომადგნელები ქვებით დაშინებაში სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარ კანდიდატ გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ.

ადგილზე გამოიება გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ამოღებულ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ამ დრომდე, არცერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.