“გახარია ოპოზიციას თავს არ უყადრებს”

"გახარია ოპოზიციას თავს არ უყადრებს"პოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ პრემიერი გახარია ოპონენტებს თავს არ უყადრებს.

_ პრემიერმა გახარიამ დებატებში მონაწილეობა არ მიიღო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ის კენჭისყრით მოხვდა გიორგი ვაშაძესთან. ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ სიის პირველი ნომრები უნდა ყოფილიყვნენ. „ოცნებამ“ გაგზავნა მამუკა მდინარაძე. ეს რამდენად ნორმალურია?

_ მას უნდა იმიჯის შექმნა, რომ თავს არ უყადრებს ოპოზიციას და რომ გახარია მეტისმეტად მაღალი დონეა და ოპოზიციას თავს არ გაუყადრებს. თუ მდინარაძე არ იქნება წარმატებული ამ დებატებში, მაშინ უკანდასახევი ექნება ხელისუფლებას, რომ აი მდინარაძე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირი, რომ ის განასახიერებდეს პარტიას, როგორც ლიდერი.

_ დღეს არსებული ყველა პარამეტრის გათვალისწინებით ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ მოიგოს არჩევნები – ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?

_ ამის თქმა დღეს შეუძლებელია. სხვადასხვა გამოკითხვების მონაცემებს თუ შევადარებთ, გასაგებია, რომ განსხვავებული მონაცემებია, მაგრამ ჯამში დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება მოიგებს არჩევნებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ოპოზიცია მოიგებს.

_ დაახლოებით თანაბარ ბრძოლას ელოდებით?

_ კი ბატონო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა