გიგა ბოკერია – “გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ახლა კი მისი სპიკერია”

გიგა ბოკერია - "გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ახლა კი მისი სპიკერია"– გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პროპაგანდა, რომ ან სააკაშვილი იქნება ან ივანიშვილი, არის მცდარი.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა არის ცვლილებებზე. ეს არის ცვლილება არამარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არდაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის, გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს სპიკერად. ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა – თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, რაც სააკაშვილს უნდა, ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება”, – განაცხადა ბოკერიამ.

იპნ