გიგი უგულავა – “წინ მუშტი ივანიშვილს და უკან იდაყვი სააკაშვილს”

გიგი უგულავა - "წინ მუშტი ივანიშვილს და უკან იდაყვი სააკაშვილს"გიგი უგულავამ ფეისბუქში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს:

„ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება.

გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს.

მთავარი ამოცანაა 1. – „ოცნება“ 40% ქვევით დარჩეს. 2. – ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა თავი ქვეყანაზე მაღლა დააყენა. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ.

დიახ, უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს“.