გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე შვილს ელოდებიან

გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე შვილს ელოდებიანმსახიობები გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე სასიამოვნო ამბის მოლოდინში არიან. როგორც მარიამ ნადირაძის ინსტაგრამგვერდიდან ირკვევა, გოგონა ორსულად არის.

მისთვის ეს პირველი შვილი იქნება, გიორგის კი ქალიშვილი ჰყავს მარიამ როინიშვილთან ქორწინებიდან.

მას მერე, რაც გიორგი და მარიამ როინიშვილი დაშორდნენ, გიორგი და მარიამ ნადირაძე წლებია ერთად არიან. მარიამი იყო მსახიობის გვერდით მაშინაც, როცა გიორგი მძიმე დიაგნოზს ებრძოდა.

რამდენიმე ხანში კი ისინი თავიანთი სიყვარულის ნაყოფს ელიან.

მშობლები