გლდანში “ქართულმა მარშმა” ნიკა მელიას პლაკატი დაწვა

გლდანში "ქართულმა მარშმა" ნიკა მელიას პლაკატი დაწვადაახლოებით ნახევარი საათია, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან, “ქართული მარში” ჩვეულ სტილში აქციას მართავს. ფოიერვერკებით შეკრებილი ნეონაცისტური და პრორუსული მიმართულების ორგანიზაციის წევრები “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას უპირისპირდებიან.

“მარშელებსა” და ნიკა მელიას შტაბს შორის პოლიციის კორდონი დგას. აქციაზე მარშელებმა ნიკა მელიას პლაკატი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს.

შეგახსენებთ, მარშელებმა მსგავსი აქცია “ლელოს” ოფისთანაც მოაწყვეს, მანამდე გარეჯში ჩავიდნენ და დავითგარეჯს “ოკუპირებული ტერიტორია” უწოდეს.  “მთავარი არხის” ჟურნალისტს კი შეურაცხყოფა სანდრო ბრეგაძემ მიაყენა.

მთავარი