გიგა ბოკერია – “2 ნოემბრიდან “ოცნება” სრული კარანტინის გამოცხადებას აპირებს”

გიგა ბოკერია - "2 ნოემბრიდან "ოცნება" სრული კარანტინის გამოცხადებას აპირებს"ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან გეგმავს ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესახებ განაცხადოს. როგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „მეორე ტურის წინ ხელისუფლება ფორის შექმნას აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს“.

ბოკერია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დებატებში მონაწილეობის და ამ თემაზე სერიოზული დისკუსიის გამართვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) „ლოქდაუნის“ გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, – განაცხადა ბოკერიამ.

იპნ