გორის რაიონული სასამართლომ დღეს თარაშ კანდელაკის გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლემ მოესმინა ბრალდების და დაცვის შესავალი სიტყვა, რის შემდეგაც მხარეებმა იმსჯელეს დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
შემდეგი სასამართლო პროცესი 13 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. ამ დროს დაიწყება მოწმეთა და ექსპერტთა დაკითხვა, ასევე სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდება თავისი პოზიციის გასამყარებლად 100 მოწმის, ხოლო დაცვა 80 მოწმის გამოკითხვას გეგმავს.
შეგახსენებთ, ჩხუბი გორში რომელსაც 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მოგვიანებით კი გარდაცვალება მოყვა 8 ივნისს რესტორან “ჟოზეფთან” მოხდა
რუსთავი 2