ირაკლი ოქრუაშვილი – „გარეჯის თემა წამოწეულია ერთი მიზნით, თქვან, ისინი იყვნენ მოღალატეები, ჩვენ პატრიოტები ვართ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „გარეჯის თემა წამოწეულია ერთი მიზნით, თქვან, ისინი იყვნენ მოღალატეები, ჩვენ პატრიოტები ვართ“„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში დავით გარეჯის თემაზე განაცხადა:

„სიძულვილის ენამ იმატა ხელისუფლების მხრიდან, აგრესისის მატება მიუთითებს ერთ რამეზე, ხელისუფლებას საქმე კარგად არ აქვს.
გარეჯის თემა წამოწეულია ერთი მიზნით, თქვან ისინი იყვნენ მოღალატეები, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვხედავ მათ პატრიოტიზმს, მცოცავ ოკუპაციას – მავთულხლართების შედეგად დაკარგული ტერიტორიები.“

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება თავისი ქმედებით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„გარეჯის საკითხს, რაც შეეხება, იურიდიულად, დოკუმენტალურად აზაერბაიჯანზე გადაცემული არ არის, ისევ სადაოა, ასე რომ არაფერი აზერბაიჯანისთვის ნაჩუქარი არ არის, ესენი ასხამენ რუსეთის წისქვილზე წყალს.

როდესაც აზერბაიჯანს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კუთხეში ვაყენებთ. დაკავებული ადამიანების მიმართ ბრალის წაყენება ხდება წინა ხელისუფლებაზე გასასვლელად.” – აცხადებს ოქრუაშვილი.