ირაკლი ოქრუაშვილი – „ხიდაშელისა და ნოღაიდელის ინტერვიუებმა გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ხიდაშელისა და ნოღაიდელის ინტერვიუებმა გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა“„პირველი ღმერთია და მერე სამშობლო. თუ ღვთისმსახური ხარ და ღმერთი ნიშნავს სიყვარულს, სიკეთეს, მიტევებას, შეცოდებას , ბრალდების მოწმე როგორ ხდები და ადებ ხელს ადამიანს ციხეში გასაშვებად?“ – განაცხადა  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმაირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი არის ერთმნიშვნელოვნად შერჩევითი სამართლის ნიმუში, რომ ხელი გაიშვირონ აი ისინი ცუდები იყვნენ 9 წლის მანძილზე, რაც აკეთეს, ეს არის მხოლოდ არჩევნების წინ წამოწეული თემა და ამ შეთხვევაში რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს.
თუ ეს ყველაფერი ასე ხდება, მარტო შიგნით რატომ ვაწარმოებთ მოკვლევას და აზერბაიჯანთან რატომ არ ვსაუბრობთ? თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც ხიდაშელმა, რომელიც შემთხვევით გამოჩნდა ვარსკვალვბიჭუნას სახით, სადღაც 50 წლის შემდეგ იპოვა ეს რუკები? ეს შეუძლიათ მოუყვნენ თავიანთ ახალდამწყებ აქტივისტებს.
ხიდაშელისა და ნოღაიდელის ინტერვიუებმა გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა. გარეჯიც მაწუხებს და ცხინვალიც, მაგრამ არ მესმის რაღაცეები, ფასეულობების აღრევასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.