იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით ეს პოზიციები შეუთავსებელია, რის გამოც გიორგი მიქაუტაძე თანამდებობიდან მიდის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე 2017 წელს აირჩიეს. მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა.