“ივანიშვილს დილით როგორ შეეშინდება, იმის მიხედვით მოქმედებს”

"ივანიშვილს დილით როგორ შეეშინდება, იმის მიხედვით მოქმედებს"“ახალი თაობა” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგო რატიანს ესაუბრა.

_ პანდემიასთან დაკავშირებით საარჩევნო წესებისა და რეგულაციების შემუშავებაზე ცესკო მუშაობას. აკრიტიკებთ ხოლმე მას, რომ რაღაც სიურპრიზებს გთავაზობთ ოპოზიციას და ახლაც ხომ არ ელოდებით ამას?

_ ზოგადად ივანიშვილის ტვინში რა მოიხარშება, ამის პროგნოზი მართლაც რთულია. ეს იმიტომ არის რთული, რომ ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, არ არის პროგნოზირებადი. ეს ადამიანი მოქმედებს იმის შესაბამისად, დილით როგორ შეეშინდება და ამის პროგნოზირება რთულია. ხომ მართალია ეს? – შესაბამისად, მე ამის პროგნოზირებას არ გავაკეთებდი, მაგრამ რაც უფრო არანორმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მით უფრო სწრაფად დაასრულებს თავის ხელისუფლებას.

_ რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც ამბობს, რომ ამით სწრაფად დაასრულებს საკუთარ ხელისუფლებას?

_ ივანიშვილი წააგებს ან დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ თავს.

_ ალბათ გაყალბებაზე მიანიშნებთ და თუ წავიდნენ ამაზე, ამ შემთხვევაში რა ხდება და რა გეგმა გაქვთ ოპოზიციას?

_ ივანიშვილს დაადებენ სანქციებს ჩვეულებრივად და გვეყოლება ყოფილი მილიარდერი და არა მილიარდერი.

_ დასავლეთის იმედად ხართ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, დასავლეთის სანქციები მაქვს მხედველობაში. როგორც ივანიშვილს თითი მოვაკაკვინეთ და მოვტეხეთ მაშინ, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ასევე გამოვაშვებინეთ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე იქნება ახლაც. ისე ასევე დამარცხდება ამ ბრძოლაში. მით უმეტეს, რომ გაცილებით უფრო სერიოზული ბრძოლა იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა