კალაძე – “ჩვენს გამარჯვებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა”

კალაძე - "ჩვენს გამარჯვებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა"ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესული და ჰუმანური ხელისუფლება დამკვიდრდა და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულსს.

მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მიღწეული წარმატებების პარალელურად, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავ უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების“ თაოსნობით ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროგრესისა, კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

იპნ