ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ მაქსიმუმ 35-38%-ს აიღებს, ოპოზიცია კი _ ჯამურად გაცილებით მეტს“

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნება“ მაქსიმუმ 35-38%-ს აიღებს, ოპოზიცია კი _ ჯამურად გაცილებით მეტს“ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, პატრიოტულ თემებზე თამაშით ჩამოუყალიბებელი და ინდიფერენტული ამომრჩეველიც კი მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან და „ოცნებისთვის“ მიაცემინოს ხმა.

_ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის დაკომპლექტებით კოალიციური მთავრობა გვეყოლება?

_ ეს არის არჩევნები, რომლის პროგნოზიც, დარჩენილ 20 დღეშიც კი, ურთულესია გარსმოჯარული შიდა და გარე პრობლემების და მანიპულაციების გამო.

არჩევნების შედეგები ასევე დამოკიდებულია იმაზე, აქვთ თუ არა კიდევ რაიმე კომპრომატები მხარეებს შემონახული, რომლებიც ციხის კადრებივით ერთი კვირით ადრე აფეთქდება. ამიტომ პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენლად რთულია. დღევანდელი მოცემულობით, ობიექტურად 35% აქვს „ოცნებას“ პლუს-მინუსებით, მაქსიმუმ 38%-ია. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა. მათ გარდა, რამდენიმე პარტიას აქვს კიდევ დამაიმედებელი რეიტინგი, 5-დან 8 პროცენტამდე, გადალახვით კიდევ მეტი გადალახავს და შევა პარლამენტში, სადღაც 10 პარტიის ფარგლებში. თუმცა მათგან შესაძლოა ზოგს 1 წევრი ჰყავდეს.

ანუ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ოპოზიციას აქვს შანსი, ჯამურად „ოცნებაზე“ მეტი ხმა მოაგროვოს, თუ გავითვალისწინებთ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმებს, რომელიც 30%-ის ფარგლებშია და რეალურად ის გადაწყვეტს არჩევნების ბედს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა