მამა კირიონი – “გახარია ლამისაა, ნაცების გზას დაადგეს, ღარიბაშვილი მიმწოლია”

მამა კირიონი - "გახარია ლამისაა, ნაცების გზას დაადგეს, ღარიბაშვილი მიმწოლია"დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონს 2012 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლების პრემიერმინისტრებიდან ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონს, ყველაზე აგრესიულად კი ბოლო პრემიერ გახარიას მოიხსენიებს.

დავითგარეჯთან მიმართებაში პრემიერმინისტრების ნაბიჯები არქიმანდრიტმა “ალტ ინფოსთან” ინტერვიუში შეაფასა.

მამა კირიონმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა და დავითგარეჯის საქმეს “მის მიერ მომართული” უწოდა. მან გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ მას უძრაობის პერიოდი უკავშირდება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, სასულიერო პირი ამბობს, რომ მას არა აქვს ის მიმწოლობა, რაც ღარიბაშვილს, ხოლო ამჟამინდელ პრემიერმინისტრზე საუბრისას განაცხადა, რომ “ის (გიორგი გახარია,-რედ.) ლამისაა, დაადგეს ნაცების კურსს”.
არქიმანდრიტმა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ როცა ის გარეჯის პრობლემატიკაში გაერკვია, გაოგნდა. არქიმანდრიტისვე თქმით, ეს 2019 წელს მოხდა, როცა ხელისუფლებაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს შეხვდა და სთხოვა, გარეჯის საკითხი მისთვის გაეცნო.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაერკვია რა ამ საკითხში, გაოგნდა კაცი. მან თქვა, რომ უკან არ უნდა დავიხიოთ“, – აღნიშნავს კირიონი.
დავითგარეჯის მამათა სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა განსაკუთრებულად დადებით კონტექსტში მოიხსენია ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოსკოვიდან ჩამოიტანა. შეგახსენებთ, სწორედ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილმა რუკებმა ითამაშა მთავარი როლი ორი კარტოგრაფის დაკავებაში.

მთავარი