ნამცხვარი „ციყვი“

ნამცხვარი „ციყვი“ინგრედიენტები ცომისთვის:

2.5 ჭიქა შაქარი (200 გრამიანი ჭიქა)

4 ც. მოზრდილი კვერცხი

1 ჭიქა ზეთი (100 გრამიანი ღვინის ჭიქა)

1 ქილა მაწონი (500 გრ.)

1/2 ჩაის კოვზი სოდა

1 ც. ვანილი

1 პაჩკა გამაფხვიერებელი (10 გრ.)

4.5 ჭიქა უმაღლესი ხარისხის ფქვილი (200 გრამიანი ჭიქა); აუცილებლად ახალი გაცრილი

მომზადების წესი:

შაქარს დავამატოთ კვერცხი, ვანილი და ავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე, დავამატოთ ზეთი და კიდევ ავთქვიფოთ, 1 ქილა მაწონში შევურიოთ ნახ. ჩაის კოვზი სოდა და ცოტა რომ ამოფუვდება დავამატოთ კვერცხისა და შაქრის მასას, ფქვილი მოვათავსოთ საცერში, დავუმატოთ გამაფხვიერებელი და ზედვე დავაცრათ ცომს, ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის, ფქვილზეც არის დამოკიდებული, შეიძლება ან მეტინდასჭირდეს, ან ნაკლები, მასა უნდა დავასხათ კალკადაფენილ ჟარონაზე და კოვზით გადავანაწილოთ, გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ჩემს გაზქურას არ აქვს გრადუსები, ქვედა წვა გაზზე აქვს და საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ვაცხობ ხოლმე რომ არ დაიწვას, ბოლოს ცოტა რომ აკლია გამოცხობას, მაშიმ ვურთავ ზედა წვას რომ შეიბრაწოს და ზემოდანაც გამოშრეს. ცხვება დაახლოებით 30 წუთი, თქვენი გაზქურიდან გამომდინარე უნდა აკონტროლოთ.

კრემი:

1 ლიტრი რძე

2 ჭიქა შაქარი (200 გრამიანი ჭიქა)

8 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი

250 გრ. კარაქი

1 ც. ვანილი

შაქარი და ფქვილი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ ანადუღარი ცივი რძე და დავდგათ დაბალ ცეცლზე, მუდმივად უნდა ვურიოთ შესქელებამდე და შემდეგ ვშუშოთ დაახლოებით 10 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 250 გრ. კარაქი და ვანილი და თითო კოვზობით შევათქვიფოთ მოხარშული ფაფა.

ბისკივიტი ამოვჭრათ ჭიქით რგოლებად, გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი, კრემი უნდა წავუსვათ გარედანაც, დარჩენილი ცომი დავფხვნათ და ამოვავლოთ ჩვენი კრემიანი რგოლები.