„ოქრუაშვილის დამსახურებაა, რომ ივანიშვილმა იპოდრომი ქალაქს აჩუქა“

„ოქრუაშვილის დამსახურებაა, რომ ივანიშვილმა იპოდრომი ქალაქს აჩუქა“„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ივანიშვილის მიერ თბილისისთვის იპოდრომის გადაცემაზე საიბრობს:

– ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი, ან ჩაატაროს ობიექტური არჩევნები, დათმოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში, ან გააყალბოს არჩევნები და დაკარგოს ყველაფერი, ხელისუფლებაც და თავისი ქონებაც. ახლა გაახსენდა არჩევნების წინ საბურთალოს მცხოვრებლები?! იპოდრომის გადაცემაც ხომ იძულებით მოხდა მისი მხრიდან.

– რატომ, ვინ აიძულა?

– სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო პირველი, რომელიც ამაზე ალაპარაკდა. სწორედ ირაკლიმ თქვა რამდენიმე კვირის წინ, რომ ყველაზე მთავარი, რაც საბურთალოს სჭირდება, არის სუფთა ჰაერი. სწორედ მან დაიწყო პირველმა ამაზე საუბარი და ამ განცხადებების ფონზე ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს. ის გახდება რეკრეაციული ზონა და იქ გაშენდება სკვერი.

პირადად ირაკლი ოქრუაშვილის დამსახურებაა, რომ თბილისელებმა დაიბრუნეს ეს ტერიტორია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა