ოცნება – 27.3 %, ენმ – 18.5 %, ევროპული საქართველო – 11.7 % – ევროპული საქართველოს კვლევა

ოცნება - 27.3 %, ენმ - 18.5 %, ევროპული საქართველო - 11.7 % - ევროპული საქართველოს კვლევაევროპულმა საქართველომ 19-25 ოქტომბრის კვირაში ჩაატარა 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა. კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით. კვლევაში ცდომილება არის 3%.

ამ კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები განაწილდა შემდეგნაირად:

ქართული ოცნება – 27.3 %

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 18.5 %

ევროპული საქართველო – 11.7 %

სტრატეგია აღმაშენებელი – 5.3 %

ლელო – 5.1 %

ლეიბორისტული პარტია – 4.1 %

გირჩი – 4.03 %

ერთიანი საქართველო – 3.01 %

გამარჯვებული საქართველო – 2.1 %

მოქალაქეები – 1.9 %

პატრიოტთა ალიანსი – 1.4 %

სხვა პარტიები – 2.3 %

არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე – 13.26 %

„ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურად არის ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო ქართულ ოცნებას ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს.“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

კითხვაზე, “რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?”, შედეგები ასე განაწილდა:

არასწორი მიმართულებით – 65.5%

სწორი მიმართულებით – 30.4 %

არ ვიცი/უარი პასუხზე – 4.1%