“ქართული ოცნება” – 40%, ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%, სტრატეგია აღმაშენებელი – 7% – იპსოსის ახალი კვლევა

"ქართული ოცნება" - 40%, ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 33%, სტრატეგია აღმაშენებელი - 7% - იპსოსის ახალი კვლევა“მთავარი არხი” კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 23%

„ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ – 18%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%

„ევროპული საქართველო“ – 4%

„ლელო“ – 3%

„ლეიბორისტული პარტია“ – 2%

„გირჩი“ – 1%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%

„ერთიანი საქართველო“ – 1%

„მოქალაქეები“ – 1%

„სხვა პარტიები“ – 1%

არ ვიცი / უარი პასუხზე – 41%

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით ასე გამოიყურება)

(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)

„ქართული ოცნება“ – 40%

„ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ – 33%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 7%

„ევროპული საქართველო“ – 7%

„ლელო“ – 4%

„ლეიბორისტული პარტია“ – 2%

„გირჩი“ – 2%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

„ერთიანი საქართველო“ – 1%

„მოქალაქეები“ – 1%

„სხვა პარტიები“ – 1%

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მათი დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.