რომან გოცირიძე – “არჩევნების გადადება “ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება”

რომან გოცირიძე - "არჩევნების გადადება "ოცნებისთვის" კატასტროფა იქნება"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნების გადადება ხელისუფლებისთვის კატასტროფა იქნება:

– ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს არჩევნების გადადება. ერთი თვეც რომ გადადონ, მათ მშვენივრად იციან, რომ აგერ ლარი ჩამოეშლებათ, რომელიც კბილებით უჭირავთ არჩევნებამდე. მიაყარეს და მიაყარეს ინტერვენციები. პოლიტიკოსის აზრით, არჩევნების შემდეგ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, მოსალოდნელია საშინელი ვარდნა და ფასების ზრდა.

_ ამიტომ ყოველი თვე მათთვის არის ძალიან საგანგაშო. მით უმეტეს, მოდის ზამთარი, იზრდება ფასები და მოკლედ, ორი-სამი თვით არჩევნების გადადება მათთვის ნიშნავს კატასტროფას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს. თუმცა იმდენად წარუმატებელი ბოლო ერთი წელი ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ ამას ვერავითარი მანიპულაცია ვერ გადაფარავს.

ხალხი ხედავს, რომ ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ და ეკონომიკა დაექცათ! ამიტომ ეს არჩევნებში შესაბამისად იქნება ასახული. დღეს არანაირად არ არის ხელისუფლების ინტერესში არჩევნების გადადება, _ ამბობს რომან გოცირიძე.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა