სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა – შავებში ჩაცმულმა პირმა მასზე თავდასხმა სცადა

სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა - შავებში ჩაცმულმა პირმა მასზე თავდასხმა სცადადღეს მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელთაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს.

“მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობა. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეხვედრის დაწყების წინ შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა. თავდამსხმელი გაიქცა. დაპირისპირებისას კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა - შავებში ჩაცმულმა პირმა მასზე თავდასხმა სცადამიხეილ სააკაშვილის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სხვა შესასვლელით სარგებლობის შეთავაზების მიუხედავად, მან უარი თქვა:

“გარეთ მოვიდა მრავალი ასეული გულანთებული მამულიშვილი…როდესაც მოვედი და ვნახე თვალებანთებული ხალხი, მე ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და უარს ვერ ვეტყვი იმის გამო, რომ ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და გააკეთეს კიდეც. მე არ დავიხევ უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს…

აქ ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს,” – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს.

მთავარი