“სააკაშვილმა თანამდებობაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს, თორემ ხელისუფლებაში ისევ ივანიშვილი დარჩება” – შალვა ნათელაშვილი

"სააკაშვილმა თანამდებობაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს, თორემ ხელისუფლებაში ისევ ივანიშვილი დარჩება" - შალვა ნათელაშვილიმიხეილ სააკაშვილმა თანამდებობაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს, თუ არადა, გამორიცხული არაა, ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება“ დარჩეს. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, გამორიცხული არაა, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიების მიღმა თანამშრომლობენ.
„დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქ ივანიშვილს და არა ერთმანეთს, თუ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია, უჩემოდ ქვა ქვავაზე ნუ დარჩენილა. ამას ძნელად დავიჯერებ, მაგრამ საქმეები სწორედ მოვლენების ამგვარ განვითარებაზე მეტყველებს. მე უფლებას დავიტოვებ ეჭვი გამოვთქვა, რომ მათ შორის გრძელდება ფარული თანამშრომლობა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღე დარჩა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ 4 დღეს ტოქსიკური უწოდა.