სამტრედიაში “წითელი ჯვრის” ოფისში “ოცნების” საიდუმლო შტაბი გაიხსნა

სამტრედიაში “წითელი ჯვრის” ოფისში “ოცნების” საიდუმლო შტაბი გაიხსნა“ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტებში საიდუმლო შტაბები აამოქმედა. ერთ-ერთი ასეთი შტაბი სამტრედიაში, “წითელი ჯვრის” ოფისში ფუნქციონირებს.

სქემა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაშიფრა – ფარულ კადრებში ჩანს, რომ შტაბებში “ოცნების” მაღალჩინოსნები და პარტიასთან დაახლოებული პირები იმყოფებიან.

“მთავარის” ინფორმაციით, შტაბიდან სურსათსა და ფულს საარჩევნოდ ხმების მოსასყიდად ანაწილებენ

საიდუმლო შტატების თემას “ენმ-ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეხმაურება და ამბობს, რომ პარტია ნებისმიერ სხვა დარღვევაზე ფარული შეხვედრებისა და “ოცნების” სქემების ვიდეო-კადრებს აუცილებლად გააშუქებს.

“ჩვენ მივმართეთ არასამთავრობოებს და შევატყობინეთ, რომ შტაბები “წითელი ჯვრის” ოფისშია ამოქმედებული. ჩემი ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდებიან გერმანიის სათავო ოფისს და საქმის კურსში ჩააყენებენ, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია საქართველოში – ეს არის უკანონობა და სისხლის სამართლის საქმე”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში ფარული შტაბების არსებობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.