საჭეს მურიკო ბულია მართავდა, თავდამსხმელი უკან იჯდა, ავთო გალდავასა და გეგა შენგელიას შორის – ახალი დეტალები

საჭეს მურიკო ბულია მართავდა, თავდამსხმელი უკან იჯდა, ავთო გალდავასა და გეგა შენგელიას შორის - ახალი დეტალებიზუგდიდის ცენტრი მოვლენათა ეპიცენტრი გუშინ შუადღიდან გახდა. მას შემდეგ, რაც მძარცველი ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ხანგრძლივი სპეცოპერაცია დაიწყო.

500 ათასი დოლარის მოთხოვნისა და რამდენიმე მძევალთან, მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად, მძარცველმა ტერიტორია დატოვა, მძევლების გათავისუფლებაში შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

სოფელ კირცხში სავარაუდოდ თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი მძევლებთან ერთად უმისამართოდ ძირითადად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდებოდა. ბოროტმოქმედმა ბანკის ტერიტორია ყუმბარის დემონსტრირებით და სამი მძევლის ფარად გამოყენებით დატოვა.

პიკაპის ტიპის ავტომობილით დამნაშავე სამ მძევალთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. “კურიერის” ინფორმაციით, საჭეს ბანკის მომხმარებელი 25 წლის მურიკო ბულია მართავდა. დამნაშავე კი უკანა სავარძელზე, სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას და გეგა შენგელიას შორის იჯდა.

რუსთავი 2