აკაკი ბობოხიძე – „რა იგულისხმა თეა წულუკიანმა, ბიძინამაც არ იცის“

აკაკი ბობოხიძე - „რა იგულისხმა თეა წულუკიანმა, ბიძინამაც არ იცის““ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე “ახალ თაობასთან” თეა წულუკიანის ერთ გამონათქბამზე საუბრობს.

_ თეა წულუკიანმა თქვა, რომ სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციის ლიდერია, ანტიდასავლურ ძალად იქცა, მის ირგვლივ არსებულ რამდენიმე ძალასთან ერთად. სავარაუდოდ, „ევროპული საქართველოც“ გიგულისხმათ ამ ძალებს შორის. რას უპასუხებთ მას?

_ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თეა წულუკიანის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მით უმეტეს მის სავარაუდო განცხადებებზე. არ ვიცი, რა იგულისხმა თეა წულუკიანმა და მე მგონი ეს თვით ბიძინამაც არ იცის.

_ როცა პირდაპირ თქვა, სააკაშვილის ირგვლივ რამდენიმე ძალაო, ალბათ გიგულისხმათ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ერთობა გაქვთ.

_ არ ვიცი, რა იგულისხმა. ჩვენ – „ევროპული საქართველო“ თავს არავის ირგვლივ არ მოვიაზრებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ არავის ირგვლივ არ ვართ და თვითკმარი პარტია ვართ.

_ ხელისუფლებისგან პირველი მცდელობა არ არის, როდესაც ასე გიწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს. უნდა, რომ იმგვარად წარმოაჩინოს, რომ ყველა ნაციონალია და ყველა სააკაშვილის ირგვლივ არის?

_ თეა წულუკიანს და ბატონ ბიძინას ეგრე უნდათ, რომ საქართველო ორპოლუსიან ველად აქციონ, მაგრამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი მოთამაშეა, მაგრამ თუ გაყალბების მასშტაბებსაც გავითვალისწინებთ, საქართველოში სინამდვილეში პოლიტიკური ველი არის დივერსიფიცირებული.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა