ანა მარგველაშვილი მეორე შვილის დედა გახდა

ანა მარგველაშვილი მეორე შვილის დედა გახდასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მეორე შვილის დედა გახდა.

ანა საკუთარ ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა.

მას ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც კირა დაარქვა. ინფორმაცია ამის თაობაზე “პრაიმამბებისთვის” ანას გარემოცვისგან გახდა ცნობილი.

სად იმშობიარა მარგველაშვილმა და ვისზე გათხოვდა ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი, საიდუმლოა.

ანას ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მისი ყოფილი ქმარი გიგი ჩიჩუა გახლდათ, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

პრაიმ ტაიმი