“ეკატერინე ტიკარაძეს სუსით და ძალოვანებით ემუქრებიან”

"ეკატერინე ტიკარაძეს სუსით და ძალოვანებით ემუქრებიან"შიდადაპირისპირებები პანდემიის ფონზე – “მთავარ აქცენტებში” გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრს რეალურ ინფორმაციას საწოლფონდის შესახებ უმალავენ და ემუქრებიან:

“ჩემი ინფორმაციით, ეკა ტიკარაძეს უმალავენ საავადმყოფოებში ადგილებს, უმალავენ ბიზნესმენები, რომლებიც მრავალპარტიაგამონაცვალები არიან და დღესაც მხარდამჭერები არიან მმართველი პარტიის. ისინი ემუქრებიან ტიკარაძეს სუს-ით და ძალოვანი სამსახურებით. მე ვიცი, რომ ავთანდილ თალაკვაძის სამსახურიდან წამოსვლა იყო მისი ინიციატივით. ქალბატონი ეკა გავლენების მსხვერპლია, მაგრამ მას აქვს რესურსი, რომ ეს თქვას და რაც მალე იტყვის უკეთესია,” ამბობს ჩალაძე
“ოცნების” მთავრობის შიდა დაპირისპირებაზე ნიკა გვარამიას ეთერში საუბრობს ჟურნალისტი ელისო კილაძეც და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ბოთლი ესროლა.

მთავარი