გია კორკოტაშვილი – “მოსაყლეობავ, დიდი მახათები მოიმარაგეთ წინ…”

გია კორკოტაშვილი - "მოსაყლეობავ, დიდი მახათები მოიმარაგეთ წინ..."გია კორკოტაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა ოცნებასა და ოპოზიციას შორის გათამაშებული ტრაგიკომედიის თაობაზე!
ოპოზიცია რა ნაკრებია ჩემზე კარგად არავინ იცის ზუსტად ვიცი ვის რა ზომის ქუდი სჭირდება,მაგრამ პირდაპირ ვაცხადებ, რომ ერთპარტიული პარლამენტი ისედაც დიქტატურისკენ გადახრილ მმართველობას საერთოდ გადარევს ამ ,,მოროზოვშინას”(პავლიკი მყავს ნაგულისხმები)
იმიტომ, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაგარი ინდეფერენტულია და სრულ ნიჰილიზმშია არც ტოკდება ამიტომ რეალობაში ეს პარლამენტი უნდა დანაწილდეს ოცნებასა და ოპოზიციას შორის რაც არ უნდა არასასურველი იყოს დღევანდელი მოცემულობა ესააა, სანამ ნამდვილ ძალას არ მოშიებია და თავზე დასვრილის უხმოდ წმენდა არ მობეზრებია ეს ესე იქნება!
უბრალოდ ახალი ინფორმაცია მაქვს სპეცსამსახურებიდან ,რომ ოპოზიცია რომელიც ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტში შესვლას გახეთქეს ზოგიერთები და აპირებენ ,,ხამებივით” შესვლას!
თუ ოპოზიცია მთლიანად მოილაპარაკებს და ერთიანი გადაწყვეტილებით შევა ეგ მაგათი საქმეა და თუ რომელიმე გამოეყოფა და იმ საბაბით, რომ ბრძოლა შიგნიდან უფრო ეფექტური იქნება, პირდაპირ ჰქვია გამყიდველი პროჭი ამ საქციელს!
ეს ჩემი შეხედულებააა, გამყიდველი გინდა ოცნება იყოს და გინდა ოპოზიცია, სულით ჩირქიანია და არა მგონია, საქართველოზე მზრუნველი ძალა იყოს!
იგივე მართლაც ოდიოზური ფიგურები მოდიან სათავეში და თქვენ პატივცემულო მოსაყლეობავ დიდი მახათები მოიმარაგეთ წინ პანდემიანი, შიმშილიანი და უღირსობებით სავსე ზამთარია გადასაგორებელი იმ ფონზე რომ ყველაფერი ძვირდება!
Arrivederci!!!!!!!!!”