ჯანეტ ქერდიყოშვილი – “დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა…”

ჯანეტ ქერდიყოშვილი - "დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა..."ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში წარმატებებსა და ბედნიერ დღეებთან ერთად, ერთი ტრაგიკული ამბავიცაა – 2011 წელს, როდესაც ის “მის საქართველო” გახდა, ტრაგიკულად დაიღუპა მისი უმცროსი და – 9 წლის ანეტა.

2011 წელს “ჟურნალ” გზისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანეტმა ის დღე გაიხსენა, როდესაც ტრაგედია მოხდა:

“მის საქართველოს” კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით… ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, – ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ “მის მსოფ­ლი­ოს” კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც “მის სა­ქარ­თვე­ლო” ეწე­რა; ამ­ბობ­და, – მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, “მის სა­ქარ­თვე­ლოო”. მე­კი­თხე­ბო­და, – ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში
ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია…

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ, ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და”.

18 ნოემბერს გოგონა 19 წლის გახდებოდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჯანეტმა ინსტაგრამზე მისი ფოტოები გამოაქვეყნა.

მშობლები